
არგენტინაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა.
ქვეყნის დედაქალაქ ბუენოს აირესში ეროვნული კონგრესის წინ შეკრებილი დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის საპენსიო პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა. მომიტინგეები სამართალდამცავების მიმართულებით კი სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.
როგორც „როიტერი“ წერს, აქციები პენსიონერების მიერ არის ორგანიზებული, რომელთა მოთხოვნებს შორისაა პენსიების ზრდა და მილეის მიერ უფასო მედიკამენტების შემცირების გაუქმება.
ცნობისთვის, 2023 წლის ბოლოს, პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ, ხავიერ მილეიმ მნიშვნელოვნად შეამცირა პენსია, რაც წარმოადგენს ინფლაციის შესაკავებლად მიმართულ სამთავრობო ხარჯების გადახედვის ნაწილს.
0
0
ჩოხატაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
22/03/2025