
დნიპროს მერი, ბორის ფილატოვი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა.
„ომის პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ არესტოვიჩი არის თავის თავზე შეყვარებული პირუტყვი და აყროლებული პირი. მაგრამ პრეზიდენტის აპარატში ვიღაც აშკარად ფსონს დებს მასზე. უკაცრავად, მე ვერ გავუწიე წინააღმდეგობა, მაგრამ უშიშროების სამსახური და კონტრდაზვერვა ვალდებულნი არიან უპასუხონ“, - წერს ფილატოვი.
ცნობისთვის, არესტოვიჩმა განაცხადა:
„რაკეტა, რომელიც დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა“.
არესტოვიჩის ამ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერი, იური იგნატი გამოეხმაურა.
„ყველას სურს, რომ ინფორმაცია საკუთარი რესურსებით გაავრცელოს, თუმცა ეს ხდება გადამოწმების გარეშე და შეუთანხმებლად... მთავარია, იყოს პირველი. უკვე ნახევარი წელია, ამაზე ვლაპარაკობ: რისი ჩამოგდება შეგვიძლია და რისი არა“, - აღნიშნა იგნატმა.
შეგახსენებთ, რუსებმა 14 იანვარს დნიპროში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს „X-22“ რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც, ბოლო ცნობებით, 30 ადამიანი დაიღუპა.
0
0