21/10/2022
12:39
პოლიტიკა
არესტოვიჩი აბსოლუტურად არაადეკვატური სუბიექტია, რომლის განცხადებებიც მოკლებულია საღ აზრსა და შინაარსს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არესტოვიჩი აბსოლუტურად არაადეკვატური პიროვნებაა, შესაბამისად, მისი რიტორიკა ყოველგვარი ლოგიკური აზროვნების ჩარჩოს მითმა დგას.
„არსეტოვიჩი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელია და როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს არის აქ პრობლემატური“, – განაცხადა ბერაიამ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროექცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.
0
0