
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს სასამართლომ ახობაძისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადება დაადასტურა, ტყუილია.
მისი თქმით, არცერთ ინსტანციას მსგავსი ფაქტი არ დაუდგენია. მიუხედავად გამამართლებელი განაჩენისა, ეს არ ნიშნავს ჩადების დადასტურებას — ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ბრალდება იმ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არ დამტკიცდა, რომელიც პრაქტიკაში არსებობს.
“ტყუილია, რომ ახობაძისთვის ნარკოტიკის ჩადება სასამართლომ დაადასტურა.
სინამდვილეში: არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. მართალია, მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი იქნა გამოტანილი, თუმცა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, აღნიშნული მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა იმ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არ დადასტურდა, რომელიც პრაქტიკაში ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაამკვიდრა.”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
0
0