
ადამიანებს როდესაც მოუწოდებენ, ხელისუფლება არ აღიარონ, გერმანიაში თუ ამაზე პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული, ჩვენს ქვეყანაშიც უნდა იწვევდეს პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ზუსტად იმავე ფორმით იქნება და იგივე ზღვარი გაივლება გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის საქართველოში, როგორც ეს გერმანიაშია.
„თუ ამერიკაში მოქმედ „ფარას“ კრიტიკოსებს მოვუწოდებდით, რომ დიღმის მასივში მიბრძანებულიყვნენ და მისი შინაარსი გაეპროტესტებინათ, ახლა შეგვიძლია, საქართველოში „შავი ფულის“ შემოტანის მსურველებს მოვუწოდოთ, რომ გერმანიის საელჩოს მიმართონ და ის კანონმდებლობა გააპროტესტონ, რომელიც ეხება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხს. როცა ადამიანებს მოუწოდებენ, რომ ხელისუფლება არ აღიარონ, ინსტიტუციებს პატივი არ სცენ, თუ ამაზე პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული გერმანიაში, ჩვენს ქვეყანაშიც უნდა იწვევდეს პასუხისმგებლობას. თუ ვინმე გულწრფელი კრიტიკოსია, კანონის შინაარსი გერმანიის საელჩოსთან გააპროტესტონ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. ზუსტად იმავე ფორმით იქნება და იგივე ზღვარი გაივლება გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის, როგორც გერმანიაშია“, – განაცხადა გორდულაძემ.
0
0