
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებით მოთამაშე ძალებს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არასოდეს ექნებათ.
„მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა. მათ შორის არიან ისინიც, ვინც აღიარა ძალადობრივ პროცესებში მონაწილეობა, მოინანია საკუთარი დანაშაული და შეწყალებისთვის პრეზიდენტს მიმართა.
აღნიშნულმა ფაქტმა დიდი დისონანსი გამოიწვია რადიკალურ ჯგუფებში - ვერ ჩამოყალიბდნენ, როგორ შეიძლება საზოგადოებას „მიჰყიდონ“ ის რომ: პირველი - ერთი მხრივ, პრეზიდენტს არალეგიტიმურად აცხადებდე და მეორე მხრივ, მისი შეწყალებით სარგებლობდე; მეორე - აქციებს მშვიდობიანს უწოდებდე და ამასთან, ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას თავად აღიარებდე და მესამე - ციხეში მყოფ ადამიანებს ვითომ გულშემატკივრობდე და ამავე დროს, მათი გათავისუფლება საკუთარ პოლიტიკურ კრახად მიგაჩნდეს.
ამ ყველაფერმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ ვისთან გვაქვს საქმე. რამდენად უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველი და სხვა ადამიანების ცხოვრებით მოთამაშე ძალები არიან რადიკალური ჯგუფები; როგორ შეუძლიათ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გაწირონ ადამიანები და წლობით გამოკეტონ ციხეში. სწორედ ასეთია იმ ადამიანების საერთო სახე, ვინც არა საკუთარ ქვეყანას, არამედ გარე ძალებს ემსახურება. ასეთ ადამიანებს ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არასდროს ექნებათ. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვიზრუნებთ, რომ მათ ვერასოდეს ვეღარ შეძლონ ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მიყენება“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.
0
0