26/10/2024
18:53
არჩევნები 2024
ფოთში, საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროპარლამენტისა და უნგრეთის პარლამენტის წევრები იმყოფებიან. საერთაშორისო დამკვირვებლები ფოთის #1 საარჩევნო უბანზე მივიდნენ და არჩევნების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ. ასევე, კომისიის წევრებს გაესაუბრნენ.
უცხოელი დამკვირვებლების შეფასებით,საქართველოში საარჩევნო პროცესი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს. მათივე თქმით, საარჩევნო სისტემაში წინსვლა იგრძნობა.
„გავეცანით მიმდინარე საარჩევნო პროცესებს ფოთში და არა მარტო ფოთში, ზუგდიდშიც, იქამდე თბილისშიც ვიმყოფებოდით და საარჩევნო სისტემით საკმაოდ კმაყოფილები ვართ. ჩვენი შეფასებით, საკმაოდ წინსვლაა ამ მიმართულებით. ის თუ რა შედეგით დასრულდება არჩევნები და ვინც იქნება შემდეგი მთავრობა, საკმაოდ დიდი ლეგიტიმაცია ექნება, რადგან საარჩევნო პროცესი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს",- განაცხადა ევროპარლამენტისა და უნგრეთის პარლამენტის წევრმა ინსტვინ ჰოლიკმა.
0
0