
ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უოლში პროგნოზირებს, რომ, თუ დემოკრატები სენატს თავიანთი კონტროლის ქვეშ მოაქცევენ, შესაძლოა, რესპუბლიკელებმა ამაში ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულონ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს [რესპუბლიკელებმა] საჯაროდ აღიარონ.
„რესპუბლიკელები ისევ ისე იმოქმედებენ, როგორც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში იქცეოდნენ, რადგან ისინი ყველანი მშიშრები არიან; თუ არჩევნებში დამარცხდებიან, ყველა მათგანი ტრამპს დაადანაშაულებს, თუმცა, არასაჯაროდ, და კვლავ იმედოვნებენ, რომ ტრამპი უბრალოდ, პოლიტიკას ჩამოშორდება,“ - განუცხადა BBC-ს ყოფილმა კონგრესმენმა.
რაც შეეხება ტრამპის კომენტარს - „არჩევნების ღამე ამაღელვებელი იყო“, ჯო უოლშმა დასძინა: ”როგორც ჩანს, დემოკრატები სენატზე კონტროლს შეინარჩუნებენ და წარმომადგენელთა პალატაში, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე ადგილი დაკარგონ.“
0
0