
არჩევნების აღიარება თუ არ იქნება, ნიშნავს, რომ ევროკავშირი არ აპირებს ამ ფარსში მონაწილეობას, უნდა არსებობდეს პოზიცია, რადგან უნდა იყოს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის სენატის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი არჩევნები, რომელიც ხალხის ნებას ასახავს, ერთადერთი სტაბილური გამოსავალია.
„არ არის ჭეშმარიტი, სამართლიანი და არ ასახავდა ხალხის ნებას, რაც ჩანს ქუჩის აქციებში, რომელიც უკვე მერამდენე დღეა, გრძელდება. აღიარება თუ არ იქნება, ნიშნავს, რომ ევროკავშირი არ აპირებს ამ ფარსში მონაწილეობას. არჩევნები თუ ის აღარ არის სიგნალი და ნიშანი დემოკრატიის, მაშინ ჩვენ, ჩვენივე ხელით ვუთხრით ძირს დემოკრატიის ძირითად წესებსა და ინსტრუმენტებს. ასე რომ, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა არამარტო საქართველოსთვის, არამედ ყველა სხვა ქვეყნისთვის, სადაც არჩევნები ტარდება, თუ ჩვენ არ გვექნება პოზიცია. უნდა არსებობდეს პოზიცია, რადგან უნდა იყოს გადაწყვეტილება. თუ პოზიცია არ იქნება, ჩვენ ვერ გადავალთ ერთადერთ პოლიტიკურ და ნორმალურ პროცესზე, ეს არის ახალი არჩევნები, რომელიც ასახავს ხალხის ნებას. ეს ერთადერთი სტაბილური გამოსავალია.
რაც შეეხება ჩემი პოსტის შენარჩუნებას, ეს ძალიან სიმბოლურია, რადგან, როგორც იცით, საქართველოში პრეზიდენტს საერთოდ არ აქვს აღმასრულებელი ძალაუფლება, თუმცა უკან დახევა იქნებოდა იმის თქმა, რომ პრეზიდენტის არჩევნების პაროდია, რომელმაც აირჩია ამ პაროდიაში როლის შემსრულებელი, იქნებოდა ღალატი იმ ხალხის, ვინც დგას ქუჩებში. მე არ ვარ ის, ვინც ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. მე მხოლოდ მათი წარმომადგენელი ვარ ქვეყნის გარეთ და ვარ ერთგვარი კავშირი და სიმბოლო. მე ვფიქრობ, რომ ხალხს ქუჩებში სჭირდება ეს სიმბოლო და ეს ასევე არის სტაბილურობის ფორმა. ასევე, ჩვენი ქვეყნის გარე პარტნიორებისთვის, მათ უნდა იცოდნენ, ვისთან შეუძლიათ საუბარი, რადგან არის ბევრი პოლიტიკური პარტია, არის ბევრი ახალი ფორმა და ძალა, რომლებიც იბადება ქუჩის პროტესტებიდან და, რომლებიც ასევე იქნებიან ძალიან აქტიურად წარმოდგენილი. ასე რომ, უნდა არსებობდეს ერთი ტელეფონი ქართული საზოგადოების ამ ძალიან ფართო სპექტრთან სასაუბროდ და ეს საზოგადოება უნდა იყოს მხარდაჭერილი. ამ საზოგადოების მხარდასაჭერად თქვენ უნდა დაუჭიროთ მხარი მას ჩემი მეშვეობით“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
0
0