09/07/2025
13:43

არჩევნები ლოტოტრონით - ოპოზიციაში ახალი იდეის ავტორი მურმან დუმბაძეა. დუმბაძემ მის ინიციატივაზე ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ უმთავრესი მოთხოვნა დროებითი მთავრობის დანიშვნა უნდა იყოს, რომელიც ცესკოს ნაწილობრივ დააკომპლექტებს და არჩევნებს ლოტოტრონის პრინციპით ჩაატარებს.
"ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა და უმთავრესი პრინციპი უნდა იყოს მთავრობის გადადგომა, დროებითი მთავრობის შექმნა და დროებითი მთავრობა შეაკოწიწებს რაღაც ცესკოს მაგვარ შემადგენლობას. იმიტომ ვამბობ სიტყვა შეაკოწიწებს, რომ სრულყოფილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედგენა დროებითი მთავრობის პირობებში არის შეუძლებელი. ადრეც მითქვამს და ვიმეორებ, ჩავატარებინოთ არჩევნები მე-10, მე-11, მე-12 კლასელ ბავშვებს ლოტოტრონის პრინციპით, მშვენივრად ჩაატარებენ“, - აცხადებს პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე.
0
0