29/04/2023
21:50
პოლიტიკა
დღეს რადიკალურ ოპოზიციას აქვს რადიკალურად შემცირებული რეიტინგი, შესაბამისად მათ ვერ გაბედეს არჩევნებში საკუთარი კანდიდატების დაყენება და ეს არტის სავსებით ლოგიკური, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა 2024 წელსაც ასეთივე ვითარება გვექნება, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ოპოზიციამ არ დააყენა საკუთარი კანდიდატურები ეს იყო ის, რომ მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი დაბალი რეიტინგი. ნებისმიერი არჩევნები არის ტესტი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, როდესაც ამ ტესტზე უარს ამბობ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, ეს ნიშნავს რომ ამ ტესტის ძალიან გეშინია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დღეს რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ჩატარდა. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერები, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატები აირჩიეს.
0
0