04/05/2023
11:54
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ომის დასრულებას ერთ დღეში შეძლებს.
ნაიჯელ ფარაჯთან [GB News] ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის შეწყვეტას „24 საათი დასჭირდება“.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ეს ომი - "კატასტროფა უნდა შეწყდეს".
"მე ამას მივაღწევ. ეს გარიგება ჩემთვის ადვილი იქნებოდა. ბევრი რამ ფულთანაა დაკავშირებული," - დასძინა ტრამპმა.
ტრამპი, რომელიც მანამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობით ამაყობდა, განაცხადა, რომ ისინი "ერთამენთს ეწყობოდნენ".
მისი მტკიცებით, პუტინი "არასდროს შევიდოდა უკრაინაში, რომ არა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის "არაკომპეტენტურობა".
”პუტინი არ აპირებდა უკრაინაში შესვლას, ეს საკითხი არასოდეს უხსენებია. მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი”, - დასძინა ტრამპმა.
0
0