17/11/2024
19:26
პოლიტიკა
არჩევანი წაგვართვეს და თავს გვახვევენ რუსულ არჩევანს - რუსები - ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს არჩევანი.
„ეს პროტესტი არის მოპარულ არჩევნებთან დაკავშირებით. ამ ქვეყნის მოქალაქეებს წაართვეს არჩევანი, რომელიც მათ 26 ოქტომბერს გააკეთეს და ეს არჩევანი იყო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ეს ქვეყანა უნდა წავიდეს დასავლეთისკენ, ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი გახდეს და საბოლოო ჯამში, ევროკავშირში, ნატო-ში გაწევრიანდეს, რათა ჩვენს შვილებს დავუტოვოთ სამშვიდობოს გაყვანილი ქვეყანა, რომელიც იქნება სტაბილური, მშვიდობიანი და მაღალი კეთილდღეობის დონით.
ეს არჩევანი წაგვართვეს და თავს გვახვევენ რუსულ არჩევანს - რუსები. ეს პროტესტი და წინა პროტესტებიც ამისკენ არის მიმართული, რომ ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ, ეს არის გზავნილი “ქართული ოცნებისთვის” და ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვისაც, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს აბსოლუტურად უმრავლესობა მოქალაქეების, რომლებიც თავისუფლებისთვის ბრძოლას გააგრძლებენ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტში ოპოზიიცის წარმომადგენლები შესვლას არ აპირებენ და “ქართულ ოცნება” ხავს ეჭიდება, როცა ამბობს, რომ “ისინი პარლამენტში შემოვლენ”.
“[“ქართული ოცნების” წარმომადგენლები] ხავს ეჭიდებიან. არავინ პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ამაზე რამდენჯერმე უკვე განცხადება გაკეთდა”, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, “კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები და მხარდამჭერები ვაკის პარკში არიან შეკრებილები. ისინი გეგმავენ, რომ მარშით საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციას სახელწოდებით “დაიბრუნე ხმა!” შეუერთდნენ.
0
0
ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
17/11/2024