02/03/2022
12:56
პოლიტიკა
მისი თქმით, მხოლოდ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ამყარებს ინფორმაციას, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის მიმართაც არსებობს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩართვის ინტერესი.
„მოლდოვამ პირდაპირ განაცხადა, რომ სანქციებს არ შეუერთდებოდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა პირდაპირ გააკეთა ეს განცხადება. რატომღაც ეს არ გახდა მოლდოვიდან ელჩის გამოწვევის საფუძველი. შემდეგი, ანჟეი დუდამ პოლონეთის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ თვითმფრინავების გაგზავნას არ შეუწყობდნენ ხელს. ზუსტად იგივე შემთხვევა, რაც გვქონდა საქართველოში, როცა საქმე ეხებოდა მოხალისეების თვითმფრინავის უზრუნველყოფას. რუმინეთი პირდაპირ აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა არ იქნება ჩართული უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში, ეს არის ციტატა. უნგრეთმა პირდაპირ განაცხადა, რომ უარს იტყოდა სამხედრო ტვირთის გატარებაზე, თან საუბარია ევროკავშირის სამხედრო ტვირთზე. ბულგარეთი ასევე აცხადებს, რომ უკრაინაში მათი მხრიდან არ გაგზავნილა მცირე რაოდენობის სამხედრო ტექნიკაც კი, თავის მართლების რეჟიმში არიან იმისათვის, რომ საკუთარი ქვეყნები დაიცვან.
სლოვაკეთი - უკრაინას არ გადაეცემა სლოვაკეთის სამხედრო თვითმფრინავები „მიგ-29“ რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ საპასუხოდ. ბორის ჯონსონი დღეს რამდენიმე წუთის განმავლობაში თავს იმართლებდა და ამტკიცებდა, რომ, ციტატას მოვიყვან - „მე ვამტკიცებ რომ ბრიტანეთი ეწინააღმდეგება მოხალისეების უკრაინაში წასვლას“ და ეს გადაჰქონდა შემდეგ NATO-ზე, რომ NATO რამენაირად ხელს უწყობს მოხალისეების გაგზავნას და ჯო ბაიდენის განცხადება,- „უკრაინაში ჩვენი სამხედრო ძალები, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში არ ჩაერთვებიან“. მე შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს აქვს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა უკრაინის მიმართ სხვა და სხვა მიზეზის გამო, მაგრამ ეს ქვეყნები და მათი უმაღლესი პირები აკეთებენ ასეთ განცხადებებს იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნების უსაფრთხოება დაიცვან.
არცერთ ამ შემთხვევაში არავის საპროტესტო აქციის მოწყობა აზრადაც არ მოსვლია და ამ ქვეყნებიდან არცერთისგან მომხდარა ელჩის გამოწვევა. ეს ამყარებს იმ ინფორმაციას, რომ საქართველო დღეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის მიმართაც არსებობს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩართვის ინტერესი. მეტ სიღრმეში მე არ შევალ, არის გარკვეული ინტერესი და ამ ინტერესის გამოხატულებაა ეს აქციები, რაც ტარდება საქართველოში. მე ამ აქციის მონაწილეებს არ ვეხები, თუმცა, ხედავთ ვინ არის ამ აქციის ორგანიზატორი. ეს არის მაქარაშვილი, მინდია გულუას პრესსპიკერი, ეს არის ელენე ხოშტარია, რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას და ელჩის გამოწვევას, იქ აღარ მინდა დეტალებში შევიდე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0
0