ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრესკონფერენციას მართავს.
პრეზიდენტმა პრესკონფერენციის მიმდინრეობისს, მნიშვნელოვნი დროდაუთმო ქარტიაზე საუბარსაც. მან ასევე ისაუბრა, თუ ვინ შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოპოზიციიდან.
"წყდება ქვეყნის ბედი და აქ ყველამ უნდა დავთმოთ პირადი პოლიტიკური ამბიციები, არაა იმის დრო, დავიწყოთ იმის დავა და მე არაერთხელ მაქვს ნათქვამი ბევრისთვის, რომ არცერთი არ იქნება პრემიერი, ვინც დღეს ფიქრობს, რომ იქნება პრემიერი. იმიტომ, რომ რეალურად, ყველამ ვიცით გარედანაც, მათი შეთანხმება, არსებული პარტიების რომელიმე პოლიტიკოსზე, მე მგონია, რომ ძალიან რთული იქნება - თუ არა შეუძლებელი.
ამიტომ, მე გამოვედი სხვა გეგმით, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გადავდოთ, მართლაც გადავდოთ პირადი, პარტიული ამბიციები, კონცენტრაცია მოხდეს ქარტიაზე, ქარტიის შესრულებაზე, ეს იყოს პარტიების ერთადერთი პროგრამა, მერე შეიძლება გზადაგზა, პარლამენტში რომ იქნებიან, თვითონ ახალი ინიციატივები წარმოადგინონ, მაგრამ დღეს თუ ჩვენ გვინდა, რომ დროში და დროულად მივაღწიოთ მიზანს ევროკავშირში დაბრუნებისა, არ გვაქვს იმის დრო, სხვა რაღაცაზე გავიფანტოთ და დავიწყოთ სხვა რამის მომზადება...
...საჭირო არის ნდობა ყველა ამომრჩეველის, ეს ნდობა გაჩნდება თუ დაინახავენ სწორედ მთავრობაში არაპოლიტიკურ სახეებს, ახალ სახეებს, რასაც ჰქვია ექსპერტთა მთავრობა, ტექნიკური მთავრობა, რაც ჩვენ გამოცდილი არ გვაქვს, მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანაში, როცა ღრმა კრიზისია, ეს არის გამოსავალი, რასაც პოულობენ, რომ ცოტა ხნით ამ მთავრობამ გადალახოს ეს კრიზისი, შექმნას ერთგვარი კონსენსუსი, რომელიც სხვანაირად ძნელად მოსაპოვებელია, ეს ჩვენ შეგვიძლია...
ეს არის გამოხატულება იმის, რომ ქვეყანაში არის ერთიანობის მუხტი, არის რაღაცა მიზნისკენ გაერთიანების მუხტი, ეს უნდა შევინარჩუნოთ და ახალი ნდობა გავაჩინოთ, ეს ახალი ნდობა დემოკიდებულია იმაზე, რასაც მე ვოირდები ქარტიასთან ერთად და რასაც მოვაწერეთ ხელი, რომ აქ არავინ არ ჩაებღაუჭება ადგილებს და სავარძლებს.
ეს ყველაფერი არის ერთი წლით, ერთი წლით უნდა შევასრულოთ ყველაფერი, პარლამენტმა უნდა შეძლოს.
ეს ქარტია არის შედგენილი პირველ რიგში პარტიებისგან, მე კი არ გამომოგონია. ჩვენი ამოცანა იყო და დავალება ხალხის მიერ - რა უნდა გავუკეთოთ, რომ დავუბრუნდეთ ამ მოკლე ვადაში ევროპის გზას და მე ვთხოვე ამ პარტიებს, რომ თქვენ მითხარით, რომელი კანონების მიღების საშუალება გვექნება და ეს ქარტია არის შედგენილი ამ შეჯამებული შემოთავაზებებით, რაც მერე დავუბრუნე პარტიებს და ვუთხარი - ეს არის ის, რაზეც თანახმა ხართ? და მათი ხელმოწერა ნიშნავს, რომ თანახმა არიან ამაზე, არამხოლოდ თანახმა, ვალდებულება აქვთ აღებული და ვინც არ შეასრულებს, ჩემთან ექნება საქმე და რაც მთავარია, ჩემზე ბევრად მეტად საქართველოს მოსახლეობასთან, იმიტომ, რომ პირობა დადებული არის არა ჩემ წინაშე, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე" - განაცხადა ზურაბიშვილმა კითხვაზე, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.
0
0