
პატია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, მას შემდეგ, რაც უმრალესობის მიერ რეგისტრაციის არგავლის გამო, სასამართლოსთან დაკაშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე ვერ დადგა, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მათი მხრიდან ეს იყო სოლიდარობის აქტი.
კობახიძის თქმით, კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა სასამართლოს დამოუკდებლობის მიმართ და სოლიდარობა ქართველი მოსამართლეების მიმართ.
„კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ,რათა „ნაცმოძრაობამ“ საქართველოში არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე. ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენთვის, პრინციპის საკითხია. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, უცხოელ აგენტებს ჩვენ ვერ შევაქმნევინებთ საგამოძიებო კომისიას სასამართლოსთან დაკავშირებით. სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არავის მივცემთ საშუალებას, რომ ეს მიღწევა რიამე ფორმით დაჩრდლოს. სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი. გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო სასამართლო სსტემაში 2012 წლამდე, იყო უმძიმესი ვითარება, სისხლიანი, კრიმინალური სასამართლო სისტემა, რომელსაც უშუალოდ ხემძღვანელობდნენ სააკაშვილი და ადეიშვილი. ეს დრო საქართველოში არასდროს დაბრუნდება.
არავის არაფრის არ ეშინია. რაც შეეხება გამოძიებას, აქ არავითარი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ პრობლემა არის იმაში, რომ „ნაცმოძრაობა“, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვალაპარაკებთ სასამართლოზე „ნაცმოძრაობას“, ეს არის კატეგრიულად მიუღებელი.
„ნაცმოძრაობა“ არის კრიმინალური, სისხლიანი პოლიტიური ძალა, რომელმაც შექმნა თავის დროზე სისხლიანი, კრიმინალური სასამართლო სისტემა. ამ სისტემას შეეწირა თავის დროზე უამრავი ადამიანის სიცოხლე, უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა, უამრავი ადამიანის კეთილდღეობა. შესაბამისად, სისხლიან პოლიტიკურ ძალას არავითარი მორალური უფლება არ აქვს, სასამართლოს საკითხებთან დაკავშირებით რაიმე საგამოძიებო კომისია მოითხოვოს“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2012 წლის შემდეგ, სასამართლოში ყველა სისტემური პრობლემა არის აღმოფხვრილი.
„აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ სასამართლო სისტემაში არის ფუნდამენტურად გაჯანსაღებული ვითარება, ეს არ არი მხოლოდ რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლლებები, რაც ჩვენ მივიღეთ 2012 წლის შემდგ. სასამართლო სისტემაში ფუნდამენტურად, რადიკალურად არის შეცვლილი ვითარება 2012 წლის შემდგ და არა მარტო შეცვლილია, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ყველა სისტემური პრობლემა არის აღმოფხვრილი. სწორედ ამის მტკიცებულებაა ის სტატისტიკა, რომელზეც გვქონდა საუბარი. ნახეთ, რომ გუშინ ვერც ერთი რეპლიკაც კი ვერ დაუპირისპირეს ამ სტატისტიკას. იდენად შთამბეჭდავია ცვლილებები, რასაც მოწმობ სტატისტიკური მაჩვენებლები, ვერაფერს ამბობენ ამაზე. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სასამართლოში ყველა სისტემური პრობლემა არის აღმოფხვრილი, ეს არის უტყუარი მტკიცებულება, ამას ვერაფერს უპირისპირებს ვერც ოპოზიცია, ვერც ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ამზადებენ განცხადების ტექსტებს, „ენჯეოები“, უცხოელი აგენტები და ა.შ. ვერავინ უარყოფს, რომ სასამართლოში არის ფუნდამენტურად, რადიკალურად, დრამატულად შეცვლილი ვთარება. შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მთელი ეს კამპანია ისახავს ერთადერთ მიზანს – ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ამის საშუალებას ჩვენ ვერავის მივცემთ“, – აღნიშნა ირალი კობახიძემ.
0
0