08/05/2024
21:41
პოლიტიკა
ხელისუფლება, რომელიც გვპირდებოდა, რომ მისი მმართველობის მეოთხე წელი ძალიან მაგარი იქნებოდა, მეთორმეტე წელს გვაგინებს, ეს არის ბოლო ჟამის სიმპტომი, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა.
ამით ის გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირების მიმართ განხორციელებულ სატელეფონო ზარებს.
გარდა ამისა, მან მომავალ არჩევნებსა და რევოლუციის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, რევოლუცია ხდება იქ, სადაც ხელისუფლება ისეთ „იდიოტობებს აკეთებს“, რომ ხალხი ბრაზდება და არჩევნებს აღარ ელოდება.
„არცერთ ქვეყანაში რევოლუცია ცარიელ ადგილას არ ხდება, ხელისუფლება აწყობს მას. მაგალითად, ვინმე წავიდეს, რამდენი ფულიც უნდა იმდენი დახარჯოს და შვედეთში ან დანიაში რევოლუციის მოწყობა სცადოს. რევოლუცია ხდება იქ, სადაც ხელისუფლება ისეთ იდიოტობებს აკეთებს, რომ ხალხი ბრაზდება და არჩევნებს აღარ ელოდება. ხელისუფლებაში ერთი სული აქვთ, ვინმე გამოვიდეს და თქვას „აღარ შემიძლიაო“ და მერე დაიშლებიან. განცხადებებიც, რასაც აკეთებენ, კონსოლიდაციისთვისაა. უდიდესი ეროვნული ამოცანაა, რომ ესენი გავუშვათ. მათზეა დამოკიდებული, არჩევნებამდე მივლენ თუ არ მივლენ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
0
0