
"კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ადასტურებს, რომ პალამენტში, სადაც თავდაცვის კოდექსი უნდა განეხილათ, არ იმყოფებოდა და მისი ბარათი როსტომ ჩხეიძეს ჰქონდა.
ამის მიუხედავად, ჩარკვიანი პულტებით მანიპულაციაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და "გირჩს" აკრიტიკებს. მისი თქმით, არც იაგო ხვიჩიას გარჩეული კოდექსი სურს და არც ირაკლი კობაახიძის.
“აფხაზეთზე ამ ტიპის განცხადების გამკეთებელს ოპოზიციად ნუღარ ჩათვლიან. მან არც თავდაცვის კანონზე უნდა ილაპარაკოს და მითუფრო, არც როსტომ ჩხეიძეზე იაგო ხვიჩიამ. სირცხვილია, უბრალოდ, ხალხო. მან უნდა გაარჩიოს კოდექსი? არც იმის გარჩეული კოდექსი მინდა და არც ხუჭუჭა ირაკლი კობახიძის. ეს არის საქართველოს ტრაგედია, რომ ერთ მხარეს ჩანერგილი იაგო ხვიჩიაა და მეორე მხარეს კრემლზე მომუშავე ირაკლი კობახიძე. აი, ეს არის საქართველოს ტრაგედია და არა ის, რომ რეგისტრაციის დროს მისული კოლეგები, ადგილზე მისული კოლეგის ბარათი ვიღაცამ გაატარა არაკენჭისყრის დროს, ვიმეორებ. გამორიცხული იყო, რომ ორი დეპუტატი გაეტარებინა როსტომ ჩხეიძეს და სხდომა შემდგარიყო. თვითონ თქვა ახლა ვახო მეგრელიშვილმა, მაინც ვერ შედგებოდდა სხდომა”, - ამბობს ჩარკვიანი.
ცნობისთვის, თავდაცვის კოდექსის დაჩქარებული წესით განხილვა დღეს, კვორუმის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა.
0
0
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
16/06/2026