10/06/2022
17:48
პოლიტიკა
,,მე არ მჯერა რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესში, წინწასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს, არავინ არ არის იმის ფასად, რომ ჩვენ ბავშვების მომავალი არ დავიცვათ, ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან განაცხადა.
,,მოგესალმებით, მე ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი ჩემი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, იმისთვის რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა აქ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ ამ რეზოლუციას მოყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა.
დღეს, მე მინდოდა კიდევაც ჩასვლა, საფრანგეთში, პოლონეთში და უკრაინაში, რომელთან ერთადაც ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ თუ არა არ იქნებოდა ეს დაჩქარებული კანდიდატურის პროცესი, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე, მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს რომ თურმე მთავერობამ უკვე ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა. მე თვითონაც ჩავთვალე რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად უმოქმედობა. მე ვთვლი რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო რაც შესაძლებელი არის, იმისთვის რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი.
მე არ მჯერა რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესში, წინწასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს, არავინ არ არის იმის ფასად, რომ ჩვენ ბავშვების მომავალი არ დავიცვათ, ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
0
0