02/05/2024
20:10
საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევერ, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი "გამჭვირვალობის კანონს ეხმაურება. მან დრევანდელი ქადაგებისას განაცხადა, რომ როდესაც ქვეყანაში მღელვარებაა, არც ერთი კანონი არ ღირს იმად, რომ დაშავდნენ ჩვენი შვილები.
“არ შეიძლება, პოლიციელებმა ახალგაზრდა გოგოებს მუშტები ურტყან. არც ის შეიძლება, რომ ახალგაზრდებმა შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს.
პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად არის სახელმწიფოზე და სახელმწიფოს მმართველებზე. დიახ, მათზე. რადგანაც არ შეიძლება ხალხს მიტინგით, ერთი მეორეს მოუწყო და ხალხი ხალხს დააპირისპირო.
როდესაც ხედავ, რომ ქვეყანაში მღელვარებაა, როდესაც ხედავ რომ ბევრი კითხვაა, რაც არ უნდა იყოს, არც ერთი კანონი არ ღირს იმად, რომ დაშავდნენ ჩვენი შვილები. სამწუხაროდ, ეს არის ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის და არაქრისტიანული დამოკიდებულება ერთმანეთისადმი” - აღნიშნა მღვდელმთავარმა.
0
0