რამდენიმე დღეა განხილვის საგანია საახალწლო კონცერტი და იქ მონაწილეთა სია. დღეს "რადიო თავისუფლებამ" იმ მომღერლების შესახებ დაწერა, რომლებიც ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე იმღერებენ.
ამ თემაზე გუშინ პოსტი გამოაქვეყნა ნინო ქათამაძემ და დაწერა, რომ ის არც ერთ ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. "გადაწყვიტეს, რომ ვყოფილიყავი "ჩუმად", ანუ სიმღერის, კონცერტების გარეშე, იბრძოლეს ყველგან და ყველასთან სადაც შეეძლოთ" - რას წერს ნინო ქათამაძე). მისი თქმით, კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ მთელი წელი "ჩუმად" უნდა იყოს".
ანალოგიურ კომენტარს აკეთებს "მთავარ არხთან" მომღერალი სოფო ნიჟარაძე და ამბობს, რომ ბოლო წლებია არც ერთ ღონისძიებაში, რომელსაც მთავრობა გეგმავს, მონაწილეობას არ ღებულობს, რადგან არ ხდება მისი მიწვევა:
სოფო ნიჟარაძე: "არც ერთ ღონისძიებაში არ ვმონაწილეობ, მარტივი მიზეზის გამო. არ მაქვს მოწვევა და არავინ მეხმიანება, თითქოს არც ვარსებობ. ამ ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა არ არის კონკრეტულად ვინმეს ჯიბისგან ამოღებული ფული, ეს არის ქვეყნის ფული. ქვეყანას მრავალფეროვანი მსმენელი ჰყავს და ვთვლი, რომ საახალწლო ღონისძიება, რომელზეც მოდის უამრავი მაყურებელი, მოდიან არტისტების სანახავად. ეს არის ხალხთან მოსიყვარულების დიდი შანსი. შემოთავაზების შემთხვევაში დავთანხმდებოდი.
0
0