
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ თავის „მშობლიურ საქართველოს უფსკრულის სწრაფად გადალახვაში დაეხმარება“.
ირაკლი ზარქუას თქმით, არახამიას წესით იმისთვის არ უნდა ეცალოს, რომ საქართველოს საქმეებში ჩაერიოს.
„ვწუხვარ, რომ დროს მაკარგვინებთ ამ ხელმოცარულზე. საკუთარ პარტიაშიც კი, სადაც არის ხელისუფლებაში, პრეზიდენტმა ვიზები გაუუქმა მას, გონჩარენკოს და კიდევ რამდენიმეს - სახელმწიფოს ხარჯზე დაფრინავთ ევროპაშიო. ახლა, ეს ხელმოცარული ჰყავს ოპოზიციურ არხებს ექსპერტად. ვის აინტერესებს არახამია, რომელმაც ქართული არ იცის, დაბადებული და გაზრდილია რუსეთში, თავის წინაპრებს პატივს არ სცემს. თქვენ გგონიათ, ეს საქართველოსთვის ან ქართველებისთვის იბრძვის? თვის სამშობლოს რომ უწოდებს, უკრაინა რომ უყვარდეს, ერთხელ გინახავთ იარაღით ხელში ფრონტის ხაზზე? ბახმუტში ჩასული გინახავთ? და ასე დაფრინავენ, ამისთვის სცალია, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს? ის არის „ნაცმოძრაობის“ და მათი სატელიტი არასამთავროების თუ ტელევიზიების საყვარელი რესპონდენტი, რომელსაც ნული აქვს ავტორიტეტი. იცით, როგორ კარგად ვხედავ, როგორ გაასამართლებენ არახამიას და მისნაირ ნაძირალებს უკრაინელები? იმიტომ, რომ უკრაინის ინტერესებს ისინი არ ემსახურებიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.
0
0