არახამია გამოზრდილია „ნაცმოძრაობის“ ლიდერის, სააკაშვილის მიერ და ზუსტად ამ პოლიტიკას ატარებს უბრალოდ ახლა გადაწყვიტა არჩევნებზე ილაპარაკოს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, დავით არახამია არის ანტიქართული აზროვნების ადამიანი.
„არ ვიცი ახლა არარაობა და უტიფარი რამდენად ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანმა დაგვამცირა, შეურაცხყოფა მიაყენა მთელ საზოგადოებას, მაგრამ ერთ რამეს მინდა, დავაკვირდე და თქვენ საყურადღებოდ გავაკეთო აქცენტი. არახამია ადრე სხვა თემებზე საუბრობდა – პროცესებში ჩართვაზე, საომარ მოქმედებებში ჩართვაზე, მისი განცხადებები გაცილებით უფრო აგრესიული იყო, მაგრამ ახლა მელაკუდობა გადაწყვიტა, ვითომ არჩევნებს ელოდება. დარწმუნებული ვარ, რომ ისიც იმავე ენერგიით არის ჩართული ამ რევოლუციური სამოქალაქო დაპირისპირების პროცესების განვითარებაში, როგორც ადრე იყო. იგი გამოზრდილია „ნაცმოძრაობის“ ლიდერის, სააკაშვილის მიერ და ზუსტად ამ პოლიტიკას ატარებს უბრალოდ ახლა გადაწყვიტა არჩევნებზე ილაპარაკოს, თორემ ადამიანი არის სრულად ჩამოყალიბებული ანტიქართული აზროვნების შინაარსის ადამიანი, რომელიც სიცრუეს ავრცელებს და აქედან გამომდინარე უტიფარია თვითონ და მისი განცხადებებიც არის უტიფარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებულია, საქართველოში არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში“.
0
0