
არავის მოუთხოვია ძალადობის ორგანიზატორების დასჯა. ძალადობა ხომ იყო იქ? კვერცხების სროლა და ა.შ. ესეც ძალადობაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბათუმში გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ამ კონტექსტში „პრაიდის კვირეულის“ მთავარი ღონისძიების დროს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
„ძალადობას სხვადასხვა ფორმა აქვს. 7-8 ივლისს იყო უხეში ძალადობა, გუშინ იყო შედარებით რბილი ძალადობა, მაგრამ ძალადობა ძალადობაა. იქ 3 ათასი კაცი იყო შეკრებილი, ლისზე და არ იყო არცერთი პარტიის წარმომადგენელი შეკრებილი. ხალხის პროტესტი არავის დაურქმევია ამისთვის. მაგრამ როცა 150 კოლექტიური ნაციონალი იკრიბება სადღაც და ამას არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს...“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026