-share.jpg)
მცირე იმედი მაქვს და მგონია, რომ ურჩევენ, ან თვითონ დაფიქრდება, რომ უნდა შეასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
„სხვა შემთხვევაში ის შევა ისეთ ლაბირინთში, საიდანაც უბრალოდ გამოსვლის შანსი აღარ ექნება, რადგან სხვა პასუხისმგებლობები დადგება. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს, რომ დააზიანოს ქვეყნის მომავალი და საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ წავიდეს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა
0
0