28/09/2021
12:01
პოლიტიკა
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო და მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას მშვიდ, კონკურენტულ პირობებში.
„ზეწოლა გახშირდა ოპოზიციის მხრიდან, ეს რომ დავაზუსტოთ. სახელმწიფო და მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას მშვიდ, კონკურენტულ პირობებში. მე გუშინ ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გასაგონადაც, რომ ჩვენი მთავარი ამბიცია არის, რომ რა თქმა უნდა ერთ-ერთი სამაგალითო არჩევნები იყოს მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები. ეს უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭირვალე, რომ არავის არავითარი კითხვა არ დარჩეს და რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ არჩევნების დღეს, პოლიცია არის სრულად მობილიზებული, რომ არავითარი ექსესი, რაიმე პროვოკაცია არ მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავავრცელეთ განცხადება არაერთგზის, რომ მოსალოდნელი არის გარკვეული პროვოკაციები სხვადასხვა უბნებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ სრულ მობილიზებას ვაცხადებთ, პოლიცია იქნება მაქსიმალურად მობილიზებული და ნებისმიერ პროვოკაციას ადგილზევე აღვკვეთთ ისე, რომ არავის მივცემთ საშუალებას, რაიმე ქაოსი შემოიტანოს არჩევნების დღეს. მშვიდობიანად უნდა ჩავატაროთ არჩევნები, ჩვენს მხარდამჭერებს, ყველას, მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, რომ ამ პროვოკაციებს ვუპასუხოთ მშვიდად და მშვიდად დავასრულოთ არჩევნების დღე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0