17/03/2023
08:31
პოლიტიკა
„არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ააყირავონ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება რომელიღაც კონკრეტული პარტია ან პოლიტიკოსი ვერ გაარჩიონ და ვერ თქვან, რომელი პოლიტიკური პარტიაა.
„იქ იყვნენ ადამიანები, ვისაც მართლა ევროპული მომავალი აღელვებთ, ეს თემა მათთვის წითელი ხაზია და ბევრია საქართველოში ასეთი ადამიანი. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. ასევე, იქ იყო, „გირჩის“ ახალგაზრდული, რომელიც სპეციალურ ტრენინგებს გადის, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდები, „ფრანკლინის სკოლა“ და ეს საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა. მასთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას. როდესაც შეტაკებები დაიწყო, იყო „მოლოტოვის“ კოქტეილების, ქვების სროლა. სპეცდანიშნულების ჯგუფი დაიხევდა უკან, შეაჩერებდა ყველანაირ დაშლას, მაშინვე უკან ბრუნდებოდნენ და იგივე გრძელდებოდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდებოდა, რომ გარკვეული არეულობა და დაპირისპირებები კიდევ უფრო სიღრმეებში წასულიყო, მაგრამ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ააყირავონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
0
0