02/03/2022
11:47
პოლიტიკა
“ასეთ თემებზე ტელეფონით არ საუბრობენ. არავის არაფერი აუკრძალავს, საიდან მოგაქვთ ასეთი ინფორმაციები.
პრობლემა შეექმნა ჩარტერულ რეისს ნებართვის მიღებაზე, რადგან არ იყო წინასწარ შეთანხმებული ფრენის დეტალები და არ ჰქონდა თვითმფრინავს ნებართვა ფრენაზე.
არ იყო არანაირი წინააღმდეგობა,საიდან მოგაქვთ ასეთი ინფორმაციები. სხვა მხრივ პრობლემა არ არის, ვის როგორც შეუძლია ისე ეხმარება უკრაინას.
დიპლომატიური თვალსაზრისით პოზიცია გასაგებია, ამას ყველა კარგად ხედავს. მადლიერები ვართ აღმოჩენილი დახმარებისთვის და მადლობელი ვიქნებით ყველა ქმედებისთვის, რაც ომში გამარჯვებაში დაგვეხმარება.” – განაცხადა იგორ დოლგოვმა “მთავარ არხთან”.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი კონსულტაციების მიზნით ქვეყანაში გაიწვია. კერძოდ კი საქმე ეხება მოხალისეთა ჯგუფს, რომელთაც სურდათ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებში რუსეთის წინააღმდეგ მიეღო მონაწილეობა. თუმცა, როგორც მათ განაცხადეს, ქართულმა მხარემ ფრენის უფლება არ მისცა.
0
0