11/04/2023
15:36
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კოლეგების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია საზოგადოებისთვის აღარ არის უხილავი და ეს მათი გუნდის დამსახურებაა.
„სწორი გენდერული პოლიტიკის გატარება ჩვენს ქვეყანაში თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი ევროპული მომავლისთვის არის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველა, ვინც პირდაპირ ვმონაწილეობთ ამ პროცესებში, ვინც იაზრებს ან უნდა იაზრებდეს მის მნიშვნელობას, ვალდებული ვართ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ეს თემები არ გახდეს ვინმეს პოლიტიკური კამპანიის ნაწილი და ამ ყველაფერმა არ დააზიანოს ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს სახელმწიფო. ჩვენ არ უნდა გავაჩინოთ უნდობლობა მოქმედი კანონმდებლობის მიმართ, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ,
თითოეული ჩვენგანის მიმართ. დიახ, ჩვენი გუნდი ნამდვილად ამაყობს იმ ნაბიჯებით, რომლებიც გადავდგით ქალების გაძლიერებისთვის“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განცხადებაში აღნიშნა, არავის აქვს უფლება, რაღაც დოზით ქალებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა გაუჩინოს, განსაკუთრებით კი ძალადობის მსხვერპლ ქალებს.
„მინდა მჯეროდეს, რომ ამ ყველაფრის შეხსენება ჩემს კოლეგებს ოპოზიციური რიგებიდან არ სჭირდებათ, თუმცა შეგახსენებთ კვოტირების კანონს: საკანონმდებლო ცვლილებებს სექსუალური შევიწროების შესახებ, გენდერული თანასწორობის ახალ კონცეფციას, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციას, ყველა მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭოების ფორმირებას, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტამბოლის კონვენციის
რატიფიცირებას, მსხვერპლი ქალებისათვის სავალდებულო სტატუსის გარეშე სახელმწიფო სერვისებისა და დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობას და სხვა მრავალს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
განცხადების ბოლოს კი თინათინ ნიბლოშვილმა ყურადღება ბოლო ორი წლის განმავლობაში შემოსული ზარების რაოდენობაზე გაამახვილა. მისის თქმით, 2023 წელს სამ თვეში 116 006-ზე დაფიქსირდა - 1 169 ზარი; 111 -ზე დაფიქსირდა - 1 066 ზარი; დახმარება გაეწია 880 პირს. 2022 წელს 116 006- ზე დაფიქსირდა - 3 474 ზარი; 111-ზე დაფიქსირდა - 3 375 ზარი; დახმარება გაეწია 3686 პირს.
0
0