15/03/2023
23:04
პოლიტიკა
ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი.
„არავინ უარყოფს, რომ კონკრეტულ ადგილას აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს მათ მიმართ უნდა განხორციელებულიყო ინდივიდუალური ზომები და ეს არ უნდა გადაზრდილიყო მთლიანად აქციის დაშლაში. პლუს ამას თვალყურს ვადევნებდით დაკავებებს, რომელიც ასევე იყო არათანმიმდევრული. ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებსაც აკავებდნენ წინააღმდეგობის გაწევის გამო, მაგრამ ვნახეთ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ იდგნენ, აპროტესტებდნენ და მათ აკავებდნენ, რაც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებს. შეფასება არ არის ცალსახა - სადღაც იყო პროპორციული, სადღაც იყო არაპროპორციული“, - განაცხადა ომბუდსმენმა.
იოსელიანის თქმით, აქციის დაშლისას მათ შორის არაპროპორციული ძალაც გამოიყენეს სამართალდამცველებმა.
0
0