არავინ მოიხსენიებდა ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით, რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა ლაპარაკი? - კახა კალაძე ღარიბაშვილი-ტიკარაძის შესაძლო დაპირისპირებაზე
10/12/2021
12:10
პოლიტიკა
A-
+A
არ არის ეს სწორი ინფორმაცია, რატომ იგონებთ? - ასე უპასუხა ჟუნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შორის შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
კალაძის თქმით, პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის „არანაირი დაპირისპირება“ არ ყოფილა.
„არანაირი დაპირისპირება არ იყო, არავინ არ მოიხსენიებდა ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით, რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა ლაპარაკი, შეიძლება გარკვეულ საკითხებზე იყო მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა, მე არ ვარ მთავრობის წარმომადგენელი, ამიტომ გამიჭირდება.
მთავრობის ხელმძღვანელი თავისი კაბინეტის მინისტრებს სამუშაო ფორმატში რა თემებზე ესაუბრება, ეს რა თქმა უნდა, არც გენერალური მდივნის საქმე არ არის, მე ვარ ქალაქის მერი, მაქვს ჩემი საქმე და დღის წესრიგი“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განცხადა, რომ ის პოსტს წლის ბოლოს დატოვებს.
0
0
347
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%