
ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ spacesnews - სთან ისაუბრა ზოგად კრიმინალურ ვითარებასა და საქართველოს ბანკში მომხდარ ძარცვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ყოველთვის როცა რაღაც ხმაურიანი ხდება, მუდმივად არის აპელირება იმაზე რომ გაუარესებულია კრიმინალური სიტუაცია, მაგრამ კრიმინალური სიტუაციის შესაფასებლად უნდა მოხდეს ანალიზი და ზოგად სტატისტიკაზე დაყრდნობა.
,,კრიმინალური სიტუაციის შესაფასებლად უნდა მიმართოთ ანალიზს, სტატისტიკას. ყოველთვის როცა რაღაც ხმაურიანი ხდება, მუდმივად არის აპელირება იმაზე რომ გაუარესებულია კრიმინალური სიტუაცია. მე იმას არ ვამბობ, რომ მისაღებია კრიმინალის ის რაოდენობა რაც ხდება ქვეყანაში, მაგრამ ამას უნდა გონივრულად შეხედვა და შეფასება, მსოფლიო გამოცდილებიდან და სტანდარტებიდან გამომდინარე, თუნდაც მოსახლეობაზე რომ ავიღოთ პროპორციულად, რა რაოდენობის დანაშაულები ხდება წელიწადში ან დღის განმავლობაში, რა ტიპის დანაშაულებია ეს, რამდენია გახსნის პროცენტი და მათ შორის მძიმე დანაშაულების და ა.შ ასე კეთდება ამის შეფასება და არა რაიმე ასეთი ცხელი ფაქტებით, რომ მოხდა ბანკზე თავდასხმა, მძევლების აყვანა და შესაბამისად კრიმინალის მდგომარეობა არის ცუდი. ამას სწორად უნდა გაგება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რადგან ძალიან ბევრია მიკერძოებული ამ კუთხით, ყოველთვის ცდილობენ რაღაც თავისი პოლიტიკური დივიდენტების მოპოვებას და ა.შ, ამიტომ ასეთი ცხელი ფაქტები ყოველთვის განცალკევებულად არის განსახილველი, იმიტომ რომ ეს არ არის ხულიგნობა, მკვლელობა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ანუ რიგითი ჩვეულებრივი რაც ხდება ყველა ქვეყანაში ყოველდღიურად ფაქტიურად, საქართველო რომ ავიღოთ, საქართველოში ყველაზე საუკეთესო სტატისტიკის პერიოდში, ყველაზე კარგი წელი რომ ავიღოთ, როცა ყველაზე ნაკლები დანაშაული მოხდა, ეს არის დაახლოებით ასი დანაშაული დღეში, იყო როცა ორჯერ და სამჯერ მეტი ხდებოდა, ასე ფასდება, ასეთი დანაშაულები არის გამონაკლისი, ერთეული შემთხვევებია. წელიწადში შეიძლება მოხდეს რამდენიმე თავდასხმა ბანკზე, ამ დროს დავუშვათ განზრახ მკვლელობა, გაუპატიურება წელიწადში იყოს ათობით, ამიტომ მე ამას არ დავაკავშირებდი არავითარ შემთხვევაში, ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ კრიტიკულად კრიმინალის მდგომარეობაზე, უბრალოდ უნდა ვისაუბროთ კვალიფიციურად და სწორად უნდა შევხედოთ და სწორად შევაფასოთ'' - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
მისი თქმით, არასწორად, მუდმივად კრიმინალზე საუბარი და მისი არასწორი გაშუქება ახალისებს კრიმინალს.
,,ამ კუთხით მინდა გითხრათ რომ წლების დინამიკას თუ შევხედავთ მძიმე დანაშაულებთან მიმართებაში, მძიმე დანაშული როგორიც გუშინ მოხდა, საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე დამთავრდა, მძიმე დანაშულების მხრივ არის კლება და გაუმჯობესება არის გახსნის მხრივ, სხვა პოლიტიკურად აჟიტირებულებს შეუძლიათ დაიჯერონ შეუძლიათ არ დაიჯერონ, თუ არ ჯერათ და მუდმივად ამაზე საუბრობენ ამით პირიქით ახალისებენ კრიმინალს და საკუთარ თავს იზიანებენ, აზიანებენ საკუთარ ოჯახებს, აზიანებენ საზოგადოებას, მე ამას ხაზს ვუსვამ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება, მსოფლიოს ყველაზე წამყვან სპეციალისტებს ჰკითხონ, არასწორი საუბარი, არასწორი გაშუქება, ზედმეტად კრიმინალიზაცია საინფორმაციო სივრცის, რომ თითქოს აი ქვეყანა იქცევა კრიმინალით, ეს ახალისებს კრიმინალს. კრიმინალზე კრიმინალთან ბრძოლაზე ყოველთვის უნდა ვისაუბროთ ღიად, გამჭვირვალედ, სათანადო კრიტიკით, ოღონდ კვალიფიციურად, არ უნდა შევქმნათ მოსახლეობაში პანიკა და შიში, რომ თითქოს კრიმინალი ამარცხებს სამართალდამცავ სტრუქტურებს ეს პირიქით უნდა იყოს. მაშინ ჩვენ მივაღწევთ, იმას, რომ, ერთი მხრივ თვითონ სამართალდამცავები იქნებიან უფრო ღია და უფრო კონსტრუქციულები თანამშრომლობის კუთხით და მივაღწევთ იმას, რომ იქნება კრიტიკის ჯანსაღი გარემო, რაც მოგვცემს ყოველწლიურად ვითარების გაუმჯობესების საშუალებას.
პირველად არ ხდება ეს ჩვენს ქვეყანაში და მუდმივად ცდილობენ, მესმის მედიაც დაყოფილია ექსპერტებიც დაყოფილია, საზოგადოებაც დაყოფილია თავის სიმპატიებით და გავლენებით და ყველა თავის სასარგებლოდ ექაჩება და არის სფეროები, რომლებიც უბრალოდ უნდა გავიტანოთ შიდა პოლიტიკური კინკლაობიდან, რადგან საზოგადოებას აზიანებს. ასეთი თემებია მაგალითად დეოკუპაციის საკითხი, ყველა ერთ მხარეს უნდა ვიყოთ, საგარეო საფრთხეები, თუმცა აქ შეიძლება ყოველთვის საგარეო საფრთხეებზე კრიტიკა, მსჯელობა და სხვადასხვა პოზიციების დასაბუთება და ასეთი თემა არის ერთ-ერთი კრიმინალი, არასწორად აჟიტირება იწვევს მის წახალისებას. ეს არის აქსიომა.'' - განაცხადა ამირან სალუქვაძემ
0
0