
"არასრულწლოვნების ჯვრისწერა და ნიშნობა უნდა იყოს კრიმინალიზებული" - ამის შესახებ, რადიო “სივრცის” ეთერში, საფარის იურისტმა, მარი ვარამაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, თუ დღის წესრიგში დადგება ეს საკითხი, აუცილებლად ექნებათ კომუნიკაცია საპატრიარქოსთან, რათა არასრულწლოვნების იძულებითი ქორწინების პრობლემა დასაწყისშივე აღიკვეთოს. მისი თქმით, სახელმწიფო უწყებებთან ამაზე საუბარი უკვე დაწყებულია.
“ყველაზე აქტიურ ეტაპზე ფიქსირდება ნიშნობები, რაც წინსწრებით ხდება საბოლოო დანაშაულის დადგომამდე. ჩვენი კანონმდებლობით არ არის ეს კრიმინალიზებული. სამოქალაქო სექტორის მოსაზრებაა, რომ ნიშნობები და ჯვრისწერები არასრულწლოვნებში, იყოს კრიმინალიზებული.რადგან ნიშნობებით ხდება ამ დანაშაულის გახსნა და შემდგომი ფორმირება”.
0
0
ტრამპი: უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება
10/10/2026