-share.jpg)
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს:
"ამ საქმეში, გიგა და მე, კონკრეტული ამოცანით ვართ.
გვინდა ბოლშევიკების მიერ მოყენებული ზიანი აღმოვფხვრათ (ჩვენი წილი ვქნათ), 1921 წლის კონსტიტუციის სულისკვეთებასთან (თერგდალეულებთან, განმანათლებლებთან) ქართული კულტურის და პოლიტიკის ბმა აღვადგინოთ - საქართველო გახდეს თავისუფალი, დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის უსაფრთხოებასაც, მსოფლიოში საუკეთესო, დასავლური უსაფრთხოების სისტემა დაიცავს და რომლის მოქალაქეებსაც ექნებათ თავისუფლება, სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება!
არაფერი სხვა არ გვინდა - ამ ამოცანით ვართ და ამ ამოცანის პერსპექტივით ვქმნიდით და ვქმნით ალიანსებსაც.
ასე იყო 30 წლის წინ, ასეა ახლა, ასე იქნება მომავალში.
თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩვენს ნაწერს, ან ნათქვამს, რომელიც ამ ამოცანას არ განასახიერებს, ვერანაირ არქივში.
ყველას, ვინც ამ ამოცანის შესრულებაში წინააღმდეგობას გვიწევს და ხელს გვიშლის, მივიჩნევთ ეროვნული ინტერესების მტრებად და მათი ზიანის განეიტრალებას ვცდილობდით, ვცდილობთ და ვეცდებით.
ვისაც ჩემი თავდასხმები გაწუხებთ თქვენს მეგობარ პოლიტიკურ ფიგურებზე და მათ ანტურაჟზე - თქვენი ენერგია მიმართეთ, თქვენი ზრუნვის ობიექტზე
გაითვალისწინეთ, რომ ჩემზე წუხილით არათუ ვერაფერს მიაღწევთ, მხოლოდ მოტივაციას გამიზრდით და ძალას მომცემთ მეტად ეფექტური ვიყო, საფრთხეების განეიტრალებისას.
წესით, უნდა გახსოვდეთ, რომ როცა საკუთარი სიმართლის მჯერა, თქვენი ვიშვიში კი არა, 9 უღელი ხარ-კამეჩი ვერ გამაჩერებს.
მათთან მართალი მე ვარ - ჩვენი ამოცანები არასოდეს არავისთვის დაგვიმალავს.
არასოდესაა გვიან ბოდიშის მოხდა და პოლიტიკური პროცესიდან გაწევა - ამდენჯერ რომ ვერ გაარტყამ, წესით უნდა მიხვდე, რომ არაფერი გეყურება და გაიწიო.გაბედეთ, აუხსენით თქვენს მეგობრებს, რომ არიფები არიან და გაიწიონ - გულში ხომ ყველა ხვდებით, რომ არიფები არიან და მაგრად შეეშალათ როცა ჩვენი განადგურება გადაწყვიტეს?
ცხოვრება არჩევანებისგან შედგება. მათ არასწორი არჩევანი გააკეთეს და თავიანთი არჩევანი აგებინებს პასუხს.
ჩვენი მიზანი არ შეცვლილა და იგივეა, რაც 30 წლის წინ იყო - ხელს ნუ გვიშლით (არალეგიტიმურად) და არ შეგიშლით (ლეგიტიმურად).თავად უპატიოსნოდ გვებრძოდეთ და მერე, ჩვენს პატიოსნად ბრძოლას აპროტესტებდეთ, არ გამოვა - სანამ პრობლემად გხედავთ, თქვენი პოლიტიკური განადგურებით ვიქნებით დაკავებული", წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0