08/04/2023
10:58
პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის თქმით, მას, როგორც საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“ წევრს, ხელი არასდროს დაუფარებია ლევან მურუსიძისთვის, რომელიც ერთ-ერთია იმ ოთხი მოსამართლიდან, რომლებსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
„2014 წლის დეკემბერი იყო თუ არ ვცდები, როცა მე პირადად ღიად გამოვედი პარლამენტის ტრიბუნასთან და „ქართულ ოცნებას“, რომლის ბლოკის წევრიც ვიყავი, ვუთხარი - თქვენ უკვე კარგავთ მორალურ უპირატესობას-მეთქი. იცით როგორ არის? რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვინაწილებ, ოღონდ ნაწილობრივ. მე მურუსიძეზე ხელი არ მომიწერია და არასოდეს ხელი არ დამიფარებია მურუსიძისთვის, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“ და ბიძინასგან.
ცნობისთვის, 5 აპრილს აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
0
0