
ორი ფერის კომბინაცია, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს, ვუფრთხილდებით და არასდროს ვცვლით სხვაზე. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უცხო ფერებს ჩვენს მიწასა და ცაზე. ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ლურჯ-ყვითელი ფერის დროშა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინის სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ სახელმწიფო დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მისი თქმით, ლურჯ-ყვითელი დროშა კვლავ აფრიალდება იქ, სადაც სამართლიანად უნდა იყოს - უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„უკრაინის დროებით ოკუპირებულ ყველა ქალაქსა და სოფელში, ოკუპირებული - დროებით, იფრიალებს - სამუდამოდ. მელიტოპოლში, პერემოჰის მოედნის თავზე, სადაც არ შეიძლება იყოს ომში დამარცხებულის დროშა. იქ იქნება ლურჯი და ყვითელი ფერის დროშა. ხერსონში, სნობოდის მოედნის თავზე, სადაც არ შეიძლება იფრიალოს იმათმა დროშამ, ვინც არ იციან, რა არის თავისუფლება. იქ იფრიალებს ლურჯ-ყვითელი დროშა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
0
0