13/04/2023
18:17
პოლიტიკა
კეზერაშვილის საქმიანობა რას უკავშირდება, ამაზე საზოგადოება დღითი დღე მეტს იგებს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ბიბისის“ გამოძიება უმნიშვნელო ფაქტორია, ცდება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არასერიოზულია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ მასალა „ბიბისის“ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთებინა, რათა რიკოთის საკითხი გადაფარულიყო.
„ბიბისის“ გამოძიება დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს უხერხულობას უქმნის და არ მგონია, ამ უხერხულობის განეიტრალება შესაძლებელი იყოს იმით, რომ ვინმე დისტანცირდეს და შემდეგ გაერთიანებას ცდილობდეს. ეს არ არის პირველი და ერთადერთი ამბავი, რის გამოც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დისკრედიტებულია კეზერაშვილი და მასთან პარტიის ან მედიის ასოცირება მაინც და მაინც არც სანაქებოდ ითვლება. ასეთ პირობებში, დაპაუზებული ურთიერთობა გამოსავალი ვერ იქნება. კეზერაშვილის საქმიანობა რას უკავშირდება, ამაზე საზოგადოება დღითი დღე მეტს იგებს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ბიბისის“ გამოძიება უმნიშვნელო ფაქტორია, ცდება. არასერიოზულად გამოიყურება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, „ბიბისის“ რაიმე უთხრას და გააკეთებინოს, რათა რიკოთის საკითხი გადაფაროს. „ნაცმოძრაობის“ წევრების განცხადებები არაორგანიზებული, უცნაური და უხერხული მოსასმენი იყო. გადაწყვეტილება ვინც მიიღო და აფილირება მოახდინა კეზერაშვილთან, იმ პასუხისმგებლობის მზიდველიც უნდა იყოს, რასაც ასეთი ინფორმაცია იწვევს. ეს ამბავი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით არ ყოფილა, ამაზე საუბარი აქამდეც იყო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
0
0