13/04/2023
11:52
პოლიტიკა
„გირჩის“ წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, არასდროს სჯეროდა, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი მძიმე მეტალებით იყო მოწამლული.
„მე არასდროს მჯეროდა, რომ ის [სააკაშვილი] მოწამლულია მძიმე მეტალებით, თან ადვოკატების განცხადებებით ჩანდა, რომ არანაირი მოწამვლა არ მოხდა. გასაგებია, რომ საავადმყოფოშია და შეიძლება არ გრძნობდეს კარგად თავს, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ პოლიტიკური პროცესია და პოლიტიკური თამაშის ნაწილი“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ განმეორებით ჩატარებული კვლევებით, რომელიც გერმანიაში ლიმბახის ლაბორატორიის მიერ ჩატარდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და არც ამჟამად არის.
0
0