
გერმანიის ელჩი ამტკიცებს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა. პეტერ ფიშერმა ინტერვიუ "რადიო თავისუფლებას" მისცა.
თბილისში გერმანელ დიპლომატს კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ ვენის კონვენციის დარღვევაში და ახსენებენ კონკრეტულ ფაქტებს, მათ შორის, გერმანიაში გაწვევისა და დაბრუნების შემდეგ, მისი აქციაზე მისვლა, აქციის მონაწილეების მხარდაჭერა, სასამართლო პროცესებზე დასწრება, ოპოზიციის ლიდერისგან ბინის ქირაობა და ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა.
მმართველი გუნდი ამბობს, რომ ფიშერი რევოლუციურ პროცესებს უჭერდა მხარს და ამას ღიად აკეთებდა.
გერმანიის ელჩი აცხადებს, რომ საქართველოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს და არც უჭერდა.
"მთხოვეს შემდეგი განცხადების გაკეთება და სიამოვნებით გავაკეთებ ამას საჯაროდ. მე ვარ გერმანელი დიპლომატი, აქ წარმოვადგენ გერმანიის ინტერესს და გერმანიას, როგორც ევროკავშირის ნაწილს. არასდროს ჩავრეულვარ და არასდროს ჩავერევი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში. საქართველოს შიდა საქმეებში. არასდროს დამიჭერია მხარი და არც არასდროს დავუჭერ მხარს საქართველოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. არასდროს დამირღვევია და არც დავარღვევ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას. ვენის კონვენციის მესამე მუხლის მეოთხე წინადადებაში წერია, რომ დიპლომატიური აგენტის ერთ-ერთი საქმე არის ყველა კანონიერი გზით შეაგროვოს ინფორმაცია ქვეყანაზე, სადაც ის არის წარგზავნილი და მოახსენოს ამის შესახებ თავის ქვეყანას. მე სწორედ ამას ვაკეთებ. ვერავინ ვერაფერს წარმოაჩენს რაც დაადასტურებს, რომ რამე უკანონო გავაკეთე.
- თქვენ ბრძანეთ, რომ გთხოვეს ამ განცხადების გაკეთება, როგორც ვხვდები თქვენს საგარეო უწყებას არ უთხოვია.
-არა, გერმანიის ხელისუფლებას არა.
მოდით ასე ვთქვათ-აქაურებმა და აქ დავასრულოთ. არ მინდა მონაწილეობა ქართულ დისკუსიებში და ემოციების გამოწვევა," - აცხადებს ფიშერი.
0
0