15/05/2024
22:22
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე, “გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმართეს.
"სად მივდივართ?" - ჰკითხა აქციის მონაწილეებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ქართულ ენაზე, რაზეც მათ უპასუხეს: "ევროპაში!"
"ჩვენ არასდროს დაგტოვებთ მარტო", - განაცხადა ლანდსბერგისმა.
"სა-ქარ-თვე-ლო", - აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
"დღეს მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, იმის სათქმელად, რომ თქვენ არ ხართ მარტო!", - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
განცხადებების დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ “მადლობას”.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. გამომსვლელები პარლამენტის წინ განთვსებული სცენიდან მიმართავენ აქციის მონაწილეებს.
0
0