
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გია ჯაფარიძის განცხადებით, არცერთ საერთაშორისო პარტნიორს საქართველოსგან არ მოუთხოვია რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, ან მოხალისეები გაეგზავნა უკრაინაში.
როგორც ჯაფარიძემ გადაცემა "ღამის კურიერში" განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოსთვის ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა - ის არ უნდა დახმარებოდა რუსეთს, რომ თავი აერიდებინა საერთაშორისო სანქციებისთვის.
"სანამ პოლიტიკაში აქტიურად ჩავერთვებოდი, ჩვენ, როგორც საგარეო ურთიერთობის სპეციალისტებსა და დიპლომატებს, გვქონდა ურთიერთობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. არასდროს, არცერთ საერთაშორისო პარტნიორს, საქართველოსთვის არ უთხოვიათ, სანქციები დაეწესებინათ რუსეთისთვის. არასდროს, არცერთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს საქართველოსთვის არ უთხოვია, რომ მოხალისეები გაეგზავნა უკრაინაში.
საქართველოს რომ თავს დაესხას რუსეთი, რამდენი ხანი შეძლებს გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს - ძალიან ცოტა ხანი. თუ ქვეყანას მხოლოდ რამდენიმე დღე შეუძლია გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს, როგორ წარმოგიდგენიათ, ვისაც ოდნავი ლოგიკა გააჩნია, როგორ შეიძლება რომელიმე საერთაშორისო პარტნიორს სურდეს, რომ ჩვენ ან სანქციები დავუწესოთ, ან რამენაირად პროვოცირება გავუკეთოთ რუსეთის.
რაც უნდა გაეკეთებინა საქართველოს არის ის, რომ საქართველო არ უნდა ეხმარებოდეს რუსეთს თავი აარიდოს საერთაშორისო სანქციებს", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
0
0