
საქართველოს ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა:
"პირველად, როცა მოლაპარაკება დამოუკიდებლად დავიწყე, მრავალი წლის წინ, უფრო გამოცდილმა კოლეგამ მასწავლა საფუძვლები: “ნებისმიერი ნაბიჯის უფლება გაქვს, მაგრამ არასდროს… არასდროს არ დაამცირო შენი კოლეგა!” უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვისაც სურთ, რომ მშვიდობისმყოფელად აღიქვან." - წერს ზურაბიშვილი.
თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა.
უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი შეთანხმების გარეშე დატოვა.
ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში, შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.
0
0