
შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ „დიფ სთეითმა“ ჩრდილოვანი ბრძოლა დაიწყო, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა სამსახურმა, DOGE-მა არასამთავრობო ორგანიზაციებს USAID-ის გავლით დაფინანსება შეუწყვიტა. ამის თაობაზე მასკმა სენატორ ტერ კრუზის პოდკასტში „ვერდიქტი ტედ კრუზთან“ ერთად ისაუბრა.
„არასამთავრობო ორგანიზაციების თაღლითობა ფედერალური მთავრობაში გამაოგნებელი მასშტაბისაა. აუცილებელი არ არის შერლოკ ჰოლმსი იყოთ, რომ ეს დაინახოთ. ყველა სამთავრობო დეპარტამენტში გამონაკლისის გარეშე გაცილებით მეტი ლიცენზია, პროგრამული უზრუნველყოფა, ან მეტი გამოწერა ფიქსირდება, ვიდრე თანამშრომელი; არ შეიძლება გყავდეს 1500 თანამშრომელი და გქონდეს 3000 ლიცენზია. ყველაზე მსხვილი თაღლითური სქემა რომელიც გამოვააშკარავეთ და ეს გამაოგნებელია, ეგრეთ წოდებულ არაკომერციულ ორგანიზაციებს ეხება. მთავრობა აძლევდა მათ ფულს ისე, რომ შემდეგ მათი აუდიტი არ ტარდებოდა და ეს მასშტაბურად ხდებოდა ყველგან. „ტესლას“ წინააღმდეგ ტერორიზმი მემარცხენე ენჯეო არხებით ფინანსდება“, - განაცხადა მასკმა.
0
0