08/11/2021
11:34
საზოგადოება
„არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, „დემოკრატიის სადარაჯოზე“ მყოფი გიორგი მშვენიერაძე, რეალურად რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი პოლიტხელი, რომ გახლავთ ამაზე მისი ეს განცხადებაც მეტყველებს. თან რა მარტივი აღიარებაა, რომ 2012 წელს წინა ხელისუფლებას ნაწამები-ნატანჯი პატიმრები გაჰყავდათ ციხიდან, თან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი პირდაპირ მუქარაზე გადადის და არეულობას აანონსებს. არეულობას იმისათვის, რომ ბრალდებულ ბელად სააკაშვილს, ბუნებაში სეირნობის უფლება შეზღუდული აქვს. არც პირველია და არც უკანასკნელი, როცა არასამთავროები, მხარედ გვევლინებიან ჩვენ ქვეყანაში და მათი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები მინიმუმ დესტაბილიზაციის და რევოლუციისკენ არის მიმართული. მისმა უცხოელმა დამფინანსებელმა და დონორებმა ამას ყურადღება უნდა მიაქციონ, ვის და რას აფინანსებთ საქართველოში, არეულობას?“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
0
0