01/05/2023
10:36
პოლიტიკა
არანაირი "სისტემა უნდა ვაკრიტიკოთ და ადამიანებს არ შევეხოთ" - მთელმა ქვეყანამ უნდა გაიგოს ფორმაში ჩაცმული ღორების სახელები - ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქციას გამოეხმაურა.
„არცერთი პოლიციელი, ვინც ამას ჩადის, კონკრეტულად სახელით და გვარით, არაა დანდობის ღირსი. არანაირი "სისტემა უნდა ვაკრიტიკოთ და ადამიანებს არ შევეხოთ". "ეგენიც სისტემის მსხვერპლნი არიან". ეს მყრალი სისტემა ასეთი ნაძირლებისგან იქმნება. კონკრეტულად სახელებით და გვარებით, მთელმა ქვეყანამ უნდა გაიგოს ფორმაში ჩაცმული ღორების სახელები. კი ეგრეა! მათი ოჯახის წევრები და ახლობლები სანამ არ იგრძნობენ, რომ ამ სისასტიკის ნაწილი არიან და სახლში მაინც თუ არ "გაუტრაკეს" თავის მამებს, ძმებს და შვილებს, ასე იქნება სულ“- წერს გიგი უგულავა.
0
0