-share.jpg)
არანაირი ქოლცენტრი გიორგის ძმას არ ჰქონია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობაში აღმოჩენილი ე.წ. ქოლცენტრის ერთ-ერთი მფლობელი, სავარაუდოდ გიორგი ვაშაძის ძმაა.
„სისულელეზე უნდა ვიმართლოთ თავი, ბოდვაა. არანაირი ქოლცენტრი გიორგის ძმას არ ჰქონია. ამის საკუთრებაში რაც არის პირველი სართულია და სასტუმრო ფუნქციონირებს, დანარჩენ სართულებთან შეხება არ აქვს. სადაც იქნება ქოლცენტრი, ყველგან დავიჭიროთ ქოლცენტრებთან დაკავშირებული ადამიანები, რა პრობლემაა“, - აცხადებს მანჯგალაძე.
თბილისში, აღმაშენებლის #75-ში სავარაუდოდ, კიდევ ერთი ქოლცენტრი აღმოაჩინეს. პოლიციელების თქმით, მისამართზე ანონიმური ზარის საფუძველზე მივიდნენ, ოფისის კარი კი მეხანძრე-მაშველების დახმარებით გააღეს.
სააგენტო „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული ქოლ-ცენტრი გიორგი ვაშაძესა და უკრაინელ პოლიტიკოსს, დავით არახამიას ეკუთვნით.
0
0