11/10/2022
17:31
მსოფლიო
„ამჟამად არ არსებობს საეჭვო ნიშნები, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავს,“ - განაცხადა ბრიტანული კიბერ-დაზვერვის სააგენტოს (GCHQ) ხელმძღვანელმა, სერ ჯერემი ფლემინგმა.
როგორც Radio 4's Today-ის გადაცემაში საუბრისას სერ ჯერემი ფლემინგმა განაცხადა, ბირთვულ იარაღზე საუბარი ნებისმიერ შემთხვევაში "ძალიან საშიშია".
"მე ვფიქრობ, რომ პუტინს უკრაინასთან ომის წარმოების სხვა ფორმების (ბირთვული იარაღის გამოყენების) შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ასევე დარწმუნებული ვარ, მას აწუხებს ომის შემდგომი ესკალაციის საფრთხე. კიბერ-დაზვერვის სააგენტო (GCHQ) იმედოვნებს, რომ გამოავლენს "ინდიკატორებს", თუ პუტინი თავისი ბირთვული არსენალის განლაგებას დააპირებს. ამჟამად არ არსებობს საეჭვო ნიშნები, რომ უკრაინასთან ომში რუსეთის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავს. მაგრამ, თუ ის [პუტინი] ამ გზით გადაწყვეტს სვლას, რეალურად ეს იქნება კატასტროფა და ამაზე ბევრმა უკვე ისაუბრა,” - განაცხადა სერ ჯერემი ფლემინგმა.
0
0