
ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ლონდონში გამართულ ენერგეტიკულ სამიტზე, განაცხადა, რომ ევროპა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში ახალი პარადიგმის წინაშე დგას.
„ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში ახალი პარადიგმის წინაშე ვდგავართ. ევროპაში ვნახეთ, თუ რომ რუსეთმა განზრახ გამოიყენა ენერგომომარაგება იარაღად. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტები არასტაბილურობას უწყობს ხელს და საფრთხეს უქმნის გლობალურ საზღვაო სისტემას. ატლანტიკის მეორე მხარეს კი ტარიფების საფრთხე ქმნის მიწოდების ძირითად ჯაჭვებში შემდგომი დარღვევების რისკს.
ორ კვირაში წარვადგენ გეგმას რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის ეტაპობრივი გაუქმების შესახებ, რათა ჩვენი ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად აღარ ვიყოთ დამოკიდებული არამეგობრულ ძალაზე“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
0
0