05/11/2021
19:29
საზოგადოება
მისი თქმით, არც პოლიციისა და არც ჩოხოსნების მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია და სიტუაცია ეკლესიიდან განკვეთილმა ადამიანებმა დაძაბეს, ასევე, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს საპატრიარქოს წარმომადგენელს და ოპერატორს კამერა დაუზიანეს.
„ძალადობა არ ყოფილა არავის მხრიდან, ვინც აქ იყო, არც პოლიციის და არც ჩოხოსნების მხრიდან. ძალადობა იყო ზუსტადაც მათი მხრიდან და ეს ყველაფერი დაფიქსირებულია კადრებით და შეგიძლიათ ნახოთ. როდესაც მე ვატარებდი წირვას, იცით, ალბათ, რომ საპატრიარქომ გამოგზავნა თავისი წარმომადგენელი, რომელმაც მოითხოვა მათგან საპატრიარქოს წერილის შესრულება, რომლის მიხედვითაც საპატრიარქო მოითხოვდა უცხო პირებს დაეტოვებინათ მონასტრის ტერიტორია, რომელიც მათ არ ეკუთვნით. ასევე, შეეწყვიტათ იმ ქონებით სარგებლობა, რომელიც ეკუთვნის მონასტერს.
საპატრიარქოს წარმომადგენელმა მათ წარუდგინა ეს რწმუნება. ისინი, როცა გამოვიდნენ კელიებიდან, თავს დაესხნენ მას, ოპერატორს დაუმტვრიეს კამერა და გადაუგდეს. როდესაც საპატრიარქოს რწმუნებულმა გააცნო მათ თავიანთი უფლებამოსილება, დაუწყეს ლანძღვა-გინება და ცდილობდნენ მდგომარეობიდან გამოეყვანათ. საპატრიარქოს წარმომადგენელმა იქ მყოფ ჩოხოსნებს უთხრა, რომ დაეკავებინათ კელიები, რადგან ასეთი იყო ჩემი და საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევა. ჩოხოსნებმა დაიკავეს კელიები და იქ შესვლა აუკრძალეს უცხო პირებს.
აქედან გამომდინარე, არანაირი ძალადობა არ განხორციელებულა. თუ რამე იყო, იყო იმ პირებისგან, რომლებიც ასე ურჩობენ ეკლესიის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024