
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე ის შეასრულებს გამყრელიძის მოვალეობას.
„ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გრძელდება. ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნა იქნება დროებით, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის ჩემი საკურატორო ინსტიტუცია და ამდენი ხნის განმავლობაში ასე იყო. მე ახალი დირექტორის გამოვლენამდე დროებით შევასრულებ მოვალეობას. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში და იქნება გადაბარების პროცესი. გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ამირანმა მინისტრთან შეთანხმებით. გაგრძელდება სამუშაო პროცესი, მღელვარების მიზეზი ნამდვილად არ არსებობს“, - განაცხადა გაბუნიამ.
0
0